суббота, 16 апреля 2016 г.

ტრენინგის მე- 9 დღე

დავასრულეთ პროექტების შექმნა. მოვახდინეთ ბლოგზე ატვირთვა, განიხილეთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების დადებითი და უარყოფითი მხარეები.ვისწავლეთ უკუკავშირის მეშვეობით კომენტარების გაკეთება, შევქმენით საკუთარი პროექტები და გავაკეთეთ პრეზენტაცია. ვნახეთ საავტორო უფლებების დაცვა.
      ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება სხვადასხვა თემების კვლევების დროს. გავეცანით თუ რა მნიშვნელობა აქვს კოლაბორაციას და კომუნიკაციას სასწავლო პროექტებით სწავლების დროს.
     ვნახეთ მოსწავლის ნამუშევრები და გავაკეთეთ ჩვენი კომენტარები. ვნახეთ ჩვენი პროექტების გეგმები და განვიხილეთ. გავითვალისწინეთ ერთმანეთის გამოცდილება.
     ვისწავლეთ პრეზენტაციების ატვირთვა ბლოგზე. გავეცანით შეფასების გეგმებს, სქემებს, ჩეკლისტებს.
     მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის. ვნახეთ „გარდენის მრავალმხრივი ინტელექტი“.
     მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია და შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.

    ამ ტრენინგის გავლა ეფექტურად დამეხმარება გავაუმჯობესო სასწავლო პროცესი . სწავლების ახალ მეთოდებზე გადასვლა იქნება უფრო საინტერესო მოსწავლეებისათვის. მათ განუვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები.
ტრენინგის მე- 8 დღე

    დღეს ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე, მოვარგეთ ჩვენი დიფერენცირებული სწავლების ტიპს. საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ.დავათვალიერეთ ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსი და შევქმენით ჩვენი ნიმუშები. დაბოლოს, გადავხედეთ ჩვენ-ჩვენ საქაღალდებს და შევიტანეთ ბოლო შტრიხები ნამუშევარში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. 
ტრენინგის  მე- 7 დღე

ავტვირთეთ მოსწავლის ნამუშევრები. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნაშრომები. დავამყარეთ უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებთან. ვისაუბრეთ უკუკავშირის გამოყენებაზე მოსწავლის ნამუშევრის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია  მოსწავლის ჩართვა შეფასების სისტემაში. მოვარგოთ ჩვენ თემებს. ასევე გავეცანით შეფასების ჩეკლისტებს და  დიფერენცირებულ სწავლებას.


ტრენინგის მე-6 დღე.  
ავტვირთეთ  პრზენტაციები  ბლოგზე.   ვისწავლეთ ვირტუალური სივრცის გამოყენება, რაც საკმაოდ საინტერესო იყო. ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენს თემაში, კვლევის, კოლაბურაციის, კომუნიკაციისათვის. ასევე ვისაუბრეთ როგორ დაეხმარება მოსწავლეებს 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. განვიხილეთ მოდული 4. დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. განვიხილეთ და დავგეგმეთ ჩვენი სავარაუდო ნაშრომები. ვისაუბეთ გეგმაში პროცედურების გაწერაზე.




ტრნინგის მე- 5 დღე
 
განვიხილეთ სასწავლო პროექტების პრეზენტაცია. განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის. გავეცანით უკუკავშირის სახეებს. ზუსტი ინფორმაციის მიღებას, ნეიტრალური განცხადებების გაკეთებას,  რჩევების მიცემას. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას. კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესებს.
 
    ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.
ტრენინგის მე-4 დღე.

განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასებას და გამოყენებას.შეფასების სისტემებში მოსწავლეების ჩართვა არის აუცილებელი. რადგან ისინი ურო მოტივირებულები არიან.საჭიროა კრიტერიუმების შექმნა.

    გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. 5 ძირითადი სტრატეგიაა; 1.წინარე ცოდნის განზაზღვრა. ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე?
     2.მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება.
      3.რამდენად შეუძლია დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარება.
     4.კოლაბორაციული შეფასება.
      5. წერითი და ზეპირი გამოკითხვა. რამდენად  შეუძლია შექმნას პროექტი და წარმოადგინოს ის.
   საბოლოო პროდუქტია პროექტის საქაღალდე.
ტრენინგის მე-3 დღე

   ტრენიგის დაწებისას განვიხილეთ  ბლუმის განახლებული ტაქსონომიის სიტყვების და ზმნების კლასიფიკაცია.
      ტრენინგის ხელმძღვანელმა მოგვცა რჩევები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავებისათვის, საგნობრივი სტანდარტის მიზნების მისაღწევად.
      განვიხილეთ ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების ფორმულირება.
აუცილებელია რომ, შინაარსობრივი კითხვა იყოს კონკეტული და არ იყოს ძალიან ფართო მნიშვნელობის. ის უნდა მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე სწორ პასუხს.

      ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა და ვფიქრობ დამეხმარება როექტის წარმატებით განხორციელებაში.



ტრენინგის  მე- 1; 2  დღე
 ტრენინგის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება ახალი პროექტების დაგეგმვაში და განხორციელებაში. მოსწავლეებისათვის გახდება შემოქმედებითი და საინტერესო პროექტზე მუშაობა.
    ჩემი მიზანია, შევიმუშაო პროექტის პორტფოლიო რომელსაც გამოვიყენებ კლასში სწავლის ხარისხის მაღლა ასაწევად. პროეტებით სწავლება განუვითარებს მოსწავლეებს კრეტიულ აზროვნებას და სწავლა მათვის გახდება უფრო საინტერესო და სახალისო.

       შევქმენით ბლოგები, გავეცანით ერთმანეთს, გავეცანით ელექრტონული სახელმძღვანელოს გამოყენებას.
გავეცანი ბუკლეტების შექმნას და გამოყენებას. გავაკეთე პირველი მონახაზი ჩემს მიერ დაგეგმილ პროექტის ბროშურაზე. მოვისმინე კოლეგების მიერ წარმოთქმული სხადასხვა მოსაზერებები.